ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ვენეციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან

16 ნოემბერი, 2023 • 2028
რაზე ისაუბრეს ვენეციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში საქმიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.

როგორც ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეხვდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, ამ შეხვედრებზე აზრების გულწრფელი გაცვლა-გამოცვლა იყო. საუბარი შეეხო გასატარებელ რეფორმებსა და  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები და ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა, საქართველო როგორ აირჩევს ამ რეკომენდაციების შესრულებას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების გუნდი და ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ საქართველოსთან ერთად ვიაროთ დიალოგის გზით მის ევროპულ გზაზე“, — განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი