ახალი ამბები

გამოკითხულთა 77% დადებითად უყურებს ჯარს, 71% – საპატრიარქოს – IRI-ის კვლევა

16 ნოემბერი, 2023 • 1714
გამოკითხულთა 77% დადებითად უყურებს ჯარს, 71% – საპატრიარქოს – IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, ყველაზე პოზიტიურად [77%] გამოკითხულები საქართველოს ჯარს უყურებენ. 16% ჯარის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

მეორე ადგილზე საპატრიარქოა – 71%-ით. ნეგატიურად საპატრიარქოს მიმართ განწყობილია 21%. ორივე ინსტიტუტის რეიტინგის ცვლილება, მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, დადებითად მათ უყურებს გამოკითხულთა შემდეგი წილი [ფრჩხილებში მოცემულია მათი წილი, ვინც ამავე ინსტიტუტებს ნეგატიურად უყურებს]:

  • პოლიცია – 67% [28%]
  • ადგილობრივი ხელისუფლება – 61% [34%]
  • განათლების სიტემა – 59% [36%]
  • მედია – 58% [35%]
  • პრემიერის აპარატი – 49% [41%]
  • ცესკო – 41% [44%]
  • პრეზიდენტის აპარატი – 41% [47%]
  • მთავარი პროკურორის აპარატი – 40% [35%]
  • სასამართლო სისტემა – 40% [44%]
  • ეროვნული ბანკი – 39 [43%]
  • პარლამენტი – 38 [56%]
  • პოლიტიკური პარტიები – 37 [52%]
  • პროფკავშირები – 31% [27%]

კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი