ახალი ამბები

„ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ჩვენ უნდა დავიცვათ“ — ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მარში გაიმართება

15 ნოემბერი, 2023 • 1078
„ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ჩვენ უნდა დავიცვათ“ — ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მარში გაიმართება

25 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება მარში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ. ქალთა მოძრაობა, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით გააპროტესტებს ადრეული და იძულებითი ქორწინებების პრაქტიკას.

შესწორება: ორგანიზატორებმა ღონისძიების ფორმა შეცვალეს და მარშის ნაცვლად გაიმართება აქცია პარლამენტთან, იგივე დროს – 15:00 საათზე.

„სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს. ბავშვთა ქორწინების არსებობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო არ ებრძვის პედოფილიას!

ჩვენ, ყველამ ერთად, ვისაც ამ სასტიკი რეალობის ცვლილება გვსურს, ახლავე უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და სახელმწიფოს მკაცრად მოვთხოვოთ ეფექტური რეაგირება. ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ბავშვები ჩვენ უნდა დავიცვათ!” —  წერია ღონისძიების აღწერაში.

ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მარშში მონაწილეობას მიიღებენ აქტივისტები აზერბაიჯანელი თემიდან და სფეროში მომუშავე ექსპერტები. ორგანიზატორები ელიან ყველას, “ვისთვისაც ბავშვები, მათი ცხოვრება, განვითარება და ბედნიერება მნიშვნელოვანია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი