ახალი ამბებიხელოვნება

ივან ლინსი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი გრემის ნომინანტია

12 ნოემბერი, 2023 • 2499
ივან ლინსი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი გრემის ნომინანტია

თბილისის სიმფონიური ორკესტრთან ერთად ჩაწერილი ივან ლინსის ალბომი – „My Heart Speaks” მოხვდა გრემის 66-ე დაჯილდოების ნომინანტთა მოკლე სიაში. ალბომი ჯილდოზე  წარდგენილია ნომინაციაში – „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი” (Best Latin Jazz Album).

თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა ივან ლინსთან ერთად პირველად  დაუკრა 2016 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალზე. 2022 წელს კი – თბილისში ჩაიწერა მუსიკოსის ალბომი „My Heart Speaks” თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ფოტო გარეკანზე: გიორგი ინდუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი