რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.