ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.