ახალი ამბები

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება

1 ივნისი, 2021 • 1465
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშთა დახმარება 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

“ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის  მკვეთრი გაუმჯებესება. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის  ნაცვლად, 100 ლარამდე გაიზრდება”, — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მისივე ცნობით, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობაც — არსებული 100  000  ქულის  ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის  მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი