ახალი ამბები

მელიას შეთავაზებას ენმ-ში იწუნებენ

10 ნოემბერი, 2023 • 1985
მელიას შეთავაზებას ენმ-ში იწუნებენ

„ნაციონალური მოძრაობაში“ არ იზირებენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინიციატივას ნდობის უფლებამოსილი საბჭოს შექმნის შესახებ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, მელიას ინიციატივით პარტიის ორგანოების მიმართ სრული უნდობლობაა გამოხატული.

„მე ვერ დავარქმევდი ნდობის საბჭოს, როცა ფაქტობრივად სრული უნდობლობა  და ლეგიტიმური ორგანოების სრული უგულებელყოფაა გამოხატული, როგორ შეიძლება იმ დოკუმენტს ნდობის დოკუმენტი დავარქვათ?! ყველა დაინტერესებული მხარე ერთი რამისკენ უნდა იყოს მიმართული – გამარჯვებისკენ, ერთიანობისკენ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისკენ. ეს დოკუმენტი არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – განუცხადა „ფორმულას“ გიორგი ბოტკოველმა.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ინიციატივით გამოდის, პარტიაში შეიქმნას “ნდობის უფლებამოსილი საბჭო”. მისი განმარტებით, აღნიშნული საბჭო უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნოს პარიტეტულ, ანუ მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ საწყისებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 9 ნოემბერს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი