ახალი ამბები

ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

9 ნოემბერი, 2023 • 1493
ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცნეტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა დღეს, 9 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი