აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“.
8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.