ახალი ამბები

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელს ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვაში ადანაშაულებს

5 ნოემბერი, 2023 • 1641
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელს ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვაში ადანაშაულებს

„ჰამასის“ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელმა სექტორის ცენტრალურ ნაწილში ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა.

სამინისტროს განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანზე მეტი.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში სააგენტო AFP-ს, რომ იკვლევენ, მოქმედებთა თუ არა ისრაელის არმია ამ ტერიტორიაზე მომხდარის დროს.

საერთაშორისო მედიასაშუალებები, „ბი-ბი-სი“ და „ალ-ჯაზირა“ აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ დაადასტურონ გარდაცვლილთა რაოდენობა.

„ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია, – მათ შორის შეუწყვიტა წყალმომარაგება, – და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა თითქმის 8800 ადამიანი, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი