სანქტ-პეტერბურგის კუიბიშევის რაიონულმა სასამართლომ გასვლითი სხდომა ჩაატარა სტრიპტიზ-კლუბში. როგორც „მედუზა“ წერს, ამის შესახებ თავად სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა.

სტრიპტიზ-კლუბში გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილება თავად საქმის მოსამართლეს, ირინა ვორობიოვას მიუღია. „გადაწყვიტა, ადგილზე გაერკვია, ვინ მართალია და ვინ დამნაშავე“, – აღნიშნეს სასამართლოს პრესსამსახურში.

სხდომის უშუალო ადგილმდებარეობის გარდა, სტრიპტიზ-კლუბი საქმის „ბრალდებულიც“ იყო – სასამართლოს უნდა განეხილა კლუბის მიერ შენობის უნებართვოდ გადაგეგმარება.

განცხადებას სტრიპტიზ-კლუბში სასამართლო სხდომის ჩატარებაზე პრესსამსახურმა დაურთო ვიდეოც, რომელიც სასამართლოს მიმდინარეობისასაა გადაღებული