ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი უკანონოდ დახარჯული პენსიების ფულს მოსკოვს დაუბრუნებს

2 ნოემბერი, 2023 • 3080
აფხაზეთი უკანონოდ დახარჯული პენსიების ფულს მოსკოვს დაუბრუნებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ცვლილებები მიიღო კანონში საპენსიო ფონდის ბიუჯეტის შესახებ, რომლის შესაბამისად, 25 მილიონი რუსული რუბლი [რაც დაახლოებით 267 ათასი აშშ დოლარია] დაუბრუნდება რუსეთის საპენსიო ფონდს.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ცნობით, აღნიშნული თანხა უკანონოდ დაიხარჯა – “სტატისტიკის დაგვიანების გამო გარდაცვლილი პენსიონერების ახლობლებზე დარიგდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი