ახალი ამბები

“ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია” – ომბუდსმენი “ოცნების” დეპუტატებზე

31 ოქტომბერი, 2023 • 1049
“ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია” – ომბუდსმენი “ოცნების” დეპუტატებზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ და ღირსების შემლახავ განცხადებებს. იოსელიანის შეფასებით, ამგვარი განცხადებები ავტორებს ღირსებას ვერ მატებს და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას ახალისებს.

“ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს”, – წერს იოსელიანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

დღეს, 31 ოქტომბერს, ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი