ახალი ამბები

ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ

20 აგვისტო, 2010 • • 1033
ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ
ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს– ლევან ჩიტაძესა და ალეკო შალამბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ორგანიზციების, – ,,არა”, ,,რატომ”, ,,7 ნოემბერი”, –  წევრები  ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციამ უკანაონოდ დაარბია.

”ხელისუფლება ყველა ზღვარს გასცდა. მან  თავისი მოქალაქეების დარბევა დაიწყო, დევნილებისა და გარე მოვაჭრეების, ადამიანების, რომლებიც  ქვეყანას და მის ეკონომიკას ამოძრავებენ’’, – აცხადებს დავით ფაცაცია, მოძრაობის ,,რატომ” წევრი. ქართველ საზოგადოებას იგი მოუწოდებს, რომ უფრო აქტიურად გამოხატოს პროტესტი ხელისუფლებისადმი. 

ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ და ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

19 აგვისტოს პარლამენტის შენობის წინ დევნილებისა და გარემოვაჭრების საპროტესტო აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციამ დააკავა აქციის ორგანიზატორები– ლევან ჩიტაძე, ორგანიზაცია “არას” ხელმძღვანელი და ალეკო შალამბერიძე, “ხალხის პარტიის” წარმომადგენელი.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 400 –ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.  “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატრულო პოლიცის  ქმედებას აქციის დარბევა უწოდა.  ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო გენერალურ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. ასევე ჩხარტიშვილი  სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ჩიტაძესა და შალამბერიძეს   400–ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი