ახალი ამბებიკინოხელოვნება

ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე” დოკუმენტური ფესტივალის – „FRONTDOC” გამარჯვებულია

29 ოქტომბერი, 2023 • 2041
ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე” დოკუმენტური ფესტივალის – „FRONTDOC” გამარჯვებულია

ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმი – „ავტოპორტრეტი ზღვარზე” დასახელდა საუკეთესო საშუალომეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად საერთაშორისო დოკუმენტურ ფესტივალზე – “FRONTDOC”.

„ანნა ძიაპშიპა საბჭოთა, დოკუმენტური და პირადი ჩანაწერების გამოყენებით ოსტატურად ახერხებს მოჰყვეს პირადი და პოლიტიკური ბიოგრაფია; ახლებურად მოჰყვეს ამბავი საქართველოს უახლეს ისტორიაზე. „ავტოპორტრეტი ზღვარზე” გვთავაზობს ჭკვიანურ და მგრძნობიარე ხედვას კონფლიქტის შედეგებზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და  არის საკუთარი თავის ფაქიზი ძიების პროცესი”, – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

ფესტივალი, რომელიც 2008 წელს დაარსდა, ყოვეწლიურად იმართება იტაალის ქალაქში – აოსტა, ეძღვნება (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) საზღვრების თემასა და ფილმებს, რომლებიც ქმნის ახალ კინოენას დოკუმენტურ ჟანრში.

ეს არის მეორე საერთაშორისო პრიზი, რომელიც მოიპოვა ანნა ძიაპშიპას დოკუმენტურმა ფილმმა. აქამდე, ფილმს გადაეცა ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე „Visions du Réel”.

ფილმში „ავტოპორტრეტი ზღვარზე” ანნა ძიაპშიპა  აერთიანებს  არქივებსა და ფრაგმენტებს, რათა შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფია. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორისთვის გახდა საკუთარი, ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი