ახალი ამბებიკინო

ანნა ძიაპშიპას ფილმს „ავტოპორტრეტი ზღვარზე” გადაეცა ჟიურის პრიზი ნიონის კინოფესტივალზე

28 აპრილი, 2023 • 2046
ანნა ძიაპშიპას ფილმს „ავტოპორტრეტი ზღვარზე” გადაეცა ჟიურის პრიზი ნიონის კინოფესტივალზე

ანნა ძიაპშიპას ფილმს „ავტოპორტეტი ზღვარზე” გადაეცა ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე „Visions du Réel”. სურათი მონაწილეობდა საშუალო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში.

„Visions du Réel” დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც 1969 წლიდან იმართება შვეიცარიის ქალაქ ნიონში.

„პირადი ტრავმული მოგონებებით, რომლებიც გადაჯაჭვულია იდენტობასთან და ახლო წარსულში მის სამშობლოში მომხდარ უფრო ვრცელ სოციო-ისტორიულ კონფლიქტებთან, რეჟისორი ახორციელებს ფაქიზ კვლევას, არქივული და დოკუმენტური მასალის გამოყენებით. რეჟისორი იყენებს ძლიერ მეტაფორებს, რათა შექმნას განსაკუთრებული კინოენა, რომელიც თავის თავში მოიცავს ზუსტ თხრობასა და ხმოვანებას, რომელსაც ამდიდრებს რეჟისორის პირადი ხმა”, – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

ფილმში „ავტოპორტრეტი ზღვარზე” ანნა ძიაპშიპა  აერთიანებს  არქივებსა და ფრაგმენტებს, რათა შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფია. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორისთვის გახდა საკუთარი, ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია.

ანნა ძიაპშიპა საქდოკ ფილმის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი