ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მზად ვართ ვიმუშაოთ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა”

26 ოქტომბერი, 2023 • 966
“მზად ვართ ვიმუშაოთ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა”

“ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში” , –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და “ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს”.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც  ოფიციალურად დღეს, 26 ოქტომბერს გაიხსნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

ფაშინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” დასასწრებად თბილისს ეწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი