„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
საქართველოს მთავრობის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გიორგი შარვაშიძე . ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სტუმრობს დელეგაციასთან ერთად.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც ოფიციალურად დღეს, 26 ოქტომბერს გაიხსნა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ესწრება.