ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერები გახსნიან

23 ოქტომბერი, 2023 • 945
„აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერები გახსნიან

26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახსნიან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კასალი. გახსნით ღონისძიებას და მთავარ პანელს, სახელწოდებით „შუა დერეფნის როლის გაზრდა“,  მოდერატორობას გაუწვეს ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი ტელე-ჟურნალისტი ღიდა ფაქრი.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი