ახალი ამბები

კაიროს სამშვიდობო სამიტზე შარლ მიშელი მაჰმუდ აბასს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2023 • 1507
კაიროს სამშვიდობო სამიტზე შარლ მიშელი მაჰმუდ აბასს შეხვდა

კაიროს სამშვიდობო სამიტზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმდ აბასს შეხვდა.

“არ არსებობს ალტერნატივა გარდა მშვიდობისა, რომელიც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გადაწყვეტს. ევროკავშირი გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას ამაში”, – განაცხადა მიშელმა აბასთან შეხვედრის შემდეგ.

შარლ მიშელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითრებული მოვლენები გაერთიანებულ ძალისხმევას მოითხოვს. მისივე თქმით, რეგიონში მოვლენების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ყველა ჩართულ მხარესთან პარტნიორობა.

კაიროში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს. ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს როგორ დასავლეთის, ისე 10-ზე მეტი არაბული ქვეყნის ლიდერები. სამიტის მიზანია რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობა, რაც, პირველ რიგში, პალესტინის საკითხის გადაწყვეტას გულისხმობს.

შარლ მიშელის გარდამ სამიტზე ევროკავსირს წარმოადგენს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მისი უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი. სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ს, ისრაელისა და ირანის ლიდერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი