ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

17 ოქტომბერი, 2023 • 1570
შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელიც 16 ოქტომბერს შვილის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა”, – წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის “ე” და “კ” ქვეპუნქტებით ჩადენილ დანაშაულს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი