გორის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი საკუთარმა მამამ ნაჯახის გამოყენებით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.