ალ ჯაზირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ იორდანიის მეფის, აბდულა II-ს განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის მზად პალესტინელი ლტოლვილების მისაღებად.
„იორდანიაში ლტოლვილები არ იქნებიან და ლტოლვილები არ იქნებიან ეგვიპტეშიც“, – განაცხადა მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ეს არის წითელი ხაზი, რადგანაც მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს აწყობს იმ ხალხს, ვინც ცდილობს და ქმნის კიდეც დე ფაქტო პრობლემებს ამ ტერიტორიაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში უნდა მოგვარდეს ღაზის შიგნითვე. პალესტინელების გასაჭირი და მათი მომავალი სხვა ხალხს არ უნდა ავკიდოთ მხრებზე”, – განაცხადა მეფე აბდულამ.