ახალი ამბები

ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

17 ოქტომბერი, 2023 • 657
ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება. 

მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”.

ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად. 

მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს თავის ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზაში. 

ღაზა მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა, მას შემდეგ რაც “ჰამასი”  7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ სახმელეთო ოპერაცია დააანონსა ღაზას სექტორში და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, სამხრეთისკენ გადაინაცვლონ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი