ახალი ამბები

სროლები ბრიუსელში: მოკლულია ორი, ეჭვმიტანილი დაკავებული არაა 

16 ოქტომბერი, 2023 • 1517
სროლები ბრიუსელში: მოკლულია ორი, ეჭვმიტანილი დაკავებული არაა 

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 16 ოქტომბრის საღამოს ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი მოკლეს – ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით ბიბისი ავრცელებს. 

ბიბისის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები შვედები იყვნენ. 

ბიბისის ცნობით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც  ჩანს მამაკაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმა ღმერთის სახელით განახორციელა. ვიდეოში  მამაკაცი ამბობს, რომ მან სამი ადამიანი მოკლა.

ბიბისის გამოძიებამ დაუდასტურა, რომ  ვიდეომასალა ნახა და გამოიძიებენ. პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა თავდამსხმელის მოტივზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. 

სროლები ბრიუსელში ადგილობრივი დროით 19.00 საათზე [თბილისის დროით 21.00 საათზე] მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი