ახალი ამბებისამართალი

ხაზარაძემ კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა

11 ოქტომბერი, 2023 • 1573
ხაზარაძემ კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა

პარტია “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა.

“ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას”, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისი თქმით, სარჩელი ეხება როგორც ხაზარაძის დადანაშაულებას ბიზნესების რეკეტში, ისე – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

მამუკა ხაზარაძემ კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა 10 სექტემბერს დააანონსა. ხაზარაძე აცხადებს, რომ კობახიძე პროცესს “გარანტირებულად წააგებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი