ახალი ამბები

ისრაელმა „ჰეზბოლას“ საპასუხოდ დარტყმები განახორციელა ლიბანში

8 ოქტომბერი, 2023 •
ისრაელმა „ჰეზბოლას“ საპასუხოდ დარტყმები განახორციელა ლიბანში

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საპასუხო საარტილერიო დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანში მას შემდეგ, რაც იქიდან ისრაელის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, სროლა დოვის მთის მიდამოებში, სადავო ტერიტორიაზე, რომელზეც პრეტენზიას რომელსაც ისრაელი, ლიბანი და სირია აცხადებენ. ისრაელმა გააფრთხილა „ჰეზბოლა“, რომ არ ჩაერთონ ბრძოლაში.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ის დგას თავდასხმების უკან დოვის მთაზე. ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფება აცხადებს, რომ თავდასხმა განხორციელდა „პალესტინის წინააღმდეგობის სოლიდარობის მიზნით“.

საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაბომბა ჰეზბოლას კუთვნილი ინფრასტრუქტურა ჯაბალ რუსის რაიონში.

„ჰეზბოლა“ არის შიიტური ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც ბაზირებულია ლიბანში და 2006 წელს ერთთვიან ომს აწარმოებდა ისრაელთან. „ჰეზბოლას“ მას მხარს უჭერს ისრაელის მთავარი მტერი ირანი.

ისრაელის ძალებსა და „ჰამასის“ წევრებს შორის ბრძოლა კვირას გაგრძელდა სამხრეთ ისრაელში, ერთი დღის შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა ისრაელზე. შედეგად 300-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა და 1 800 დაშავდა. შეერთებულ შტატებში ისრაელის საელჩოს ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს 100 ადამიანი, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე ჯარისკაცები.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთით მდებარე 22 ლოკაციაზე, სადაც „ჰამასი“ შეიჭრა, მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებენ ბრძოლებს რვა ლოკაციაზე.

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მიმდინარე მოვლენებზე ახალი და სანდო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ:

თავდასხმა ისრაელზე, დღე 2 – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი