ახალი ამბები

პრეზიდენტი ვეტოს დაადებს აქციებზე კარვების შემზღუდავ კანონს

6 ოქტომბერი, 2023 •
პრეზიდენტი ვეტოს დაადებს აქციებზე კარვების შემზღუდავ კანონს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვეტოს დაადებს კანონს, რომელიც აქციებზე ზღუდავს ასევე კარვების გამოყენებას.

პრეზიდენტმა “არასერიოზული და ცინიკური” უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას პრეზიდნეტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

“როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს” ,- აცხადებს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი