ახალი ამბები

პარლამენტთან აქციებზე კარვების დადგმის წესის გამკაცრებას აპროტესტებენ

5 ოქტომბერი, 2023 • 891
პარლამენტთან აქციებზე კარვების დადგმის წესის გამკაცრებას აპროტესტებენ

თბილისში, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების განთავსების უფლებას ზღუდავს.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია „კანონდამრღვევის“ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე, „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.

საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრას დღეს, 5 ოქტომბერს გეგმავს.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი