ახალი ამბები

ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, პრინციპულად მნიშვნელოვანია – იოსელიანი

2 ოქტომბერი, 2023 • 954
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, პრინციპულად მნიშვნელოვანია – იოსელიანი

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციებზე კარვების გაშლის შემზღუდავი ცვლილებები თუ მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში, შესაბამისი რეაქცია ექნება.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ომბუდსმენისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„გამიჭირდება ჯერ საუბარი. დღეს დარეგიგსტრირდება ეს კანონპროექტი და ალბათ, დღეს გვექნება შესაძლებლობა, ვნახოთ და გავეცნოთ, დეტალური შეფასება კი შემდგომ გავაკეთოთ.  არცერთი ცვლილებება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული, სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, არც ეს დარჩება.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით, როცა საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებას. თუ ამ სტანდარტებთან მიმართებით ეს ცვლილებები იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.


„ქართული ოცნება“ შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ კანონს ამკაცრებს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს.  ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი