ახალი ამბებირეკლამა

კერძო სკოლები საერთაშორისო სასწავლო რესურსების გამოყენებას შეძლებენ – რატომ არის ეს სიახლე კარგი?

29 სექტემბერი, 2023 • 1506
კერძო სკოლები საერთაშორისო სასწავლო რესურსების გამოყენებას შეძლებენ – რატომ არის ეს სიახლე კარგი?

საქართველოს განათლების სამინისტრო კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს. 

შესაბამისი რეფორმის პრეზენტაცია კერძო სკოლების წარმომადგენლებისთვის განათლების სამინისტროში გაიმართა. როგორც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრეზენტაციის დღეს განაცხადა, ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.  

ნახეთ ცვლილებები სრულად

ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:

  • რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;
  • ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;
  • ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;
  • კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;
  • განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:

  • კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიანპროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
  • მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
  • სსიპმასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

რაც შეეხება ადმინისტრირებასამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:

  • მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;
  • ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
  • საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:

  • უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
  • კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლასწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
  • კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;
  • კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
  • სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
  • სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
  • სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
  • ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
  • კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
  • კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;
  • განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).

ეს ინიციატივა სკოლებს არაერთი მარწუხისგან ათავისუფლებს და მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. 

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

კერძო სკოლების წარმომადგენლები რეფორმას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ის პროგრესულ შედეგებს მოიტანს.

და მაინც, რატომ არის კარგი არაგრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენება?

წმინდა გიორგის ქართულბრიტანული სკოლაბიჯიესიმიესალმება დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც სკოლის დირექტორი, ეკა კვაჭანტირაძე ამბობს, ეს რეფორმა კერძო სკოლების მიმართ განხორციელებული მხარდამჭერი პოლიტიკის ნაწილია და ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ზრდას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვით.

თავისუფლება არაგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევაში (სამინისტროსთან შეთანხმებით), საკუთარი შეფასების სისტემის შექმნა და ადმინისტრირება, კლასის დაძლევის იდეის ჩანაცვლება საფეხურის დაძლევის იდეით, საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში ცვლილებები და უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნებისა და პირობების დაზუსტება ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ეროვნულ ინტერესებზე და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, – აღნიშნავს ეკა კვაჭანტირაძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პეტრე ბაბილუა, რომელიც ევროპული სკოლის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელიცაა, მიიჩნევს, რომ ცვლილებებით სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, შეასრულონ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნები საკუთარი ხედვით. 

მისივე განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საკუთარი პროგრამის განხორციელებისთვის, მეორე მხრივ კი, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად.

პროფესორი პეტრე ბაბილუა არაგრიფირებული წიგნების დაშვებასაც დადებითად აფასებს. ის უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ სკოლებში ისეთი ცნობილი გამომცემლობების წიგნებიც უნდა გამოვიყენოთ, როგორიცაა – Pearson, Macmillan, Cambridge, National Geographic Learning .:

ჩვენ სკოლებს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, განსაკუთრებით კი კერძო სკოლებს, როდესაც ისინი ახორციელებენ საკუთარ უნიკალურ პროგრამებს, გამოიყენონ უცხოური არაგრიფირებული სახელმძღვანელოები. არავინ უშლის ეროვნული სახელმძღვანელოების გამოყენებას, მაგრამ რატომ არ გამოვიყენოთ ისეთი ცნობილი გამომცემლობების სახელმძღვანელოები, როგორიცაა Pearson, Macmillan, Cambridge, National Geographic Learning?! ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია“. 

მისივე შეფასებით, მთლიანობაში ცვლილება ფასეულია იმ კუთხით, რომ ზედმეტი ბარიერისგან ათავისუფლებს კერძო სკოლებს, რისი შედეგიც იქნება თავისუფალი გარემო და აკადემიური ხარისხის გაუმჯობესება.

როგორც ვნახეთ, ცვლილებები ეხება ბევრ სფეროს. ეს მისასალმებელია, რადგან ის განაპირობებს იმ პროგრესულ შედეგს, რომლისკენაც ისწრაფვის თითოეული სკოლა, მთლიანობაში კი ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა.

 მადლობა ამ ცვლილებისთვის განათლების და მეცნიერების სამინისტროს და უპირველესად კი ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც თავისი მზაობა და სწორი ხედვა რამდენიმე თვეში არათუ გამოხატა, საქმით დაადასტურა“, – აღნიშნავს პეტრე ბაბილუა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი