ახალი ამბები

მდინარაძის ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

22 სექტემბერი, 2023 • 2761
მდინარაძის ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) კავშირში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით მას სხვა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

როგორ მდინარაძე ამბობს,  აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტში ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ გადაამოწმა.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე  ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ფარცხალაძე დაბარებული გამოკითხვაზე, მდინარაძე ამბობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ გამოკითხვაზე დასაბარებლად მტკიცებულებები იყო საჭირო.

“საგამოძიებო უწყების კითხვაა და მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ. მე მხოლოდ ვარაუდო შემიძლოა გამოვთქვა. გამახსენეთ, რა იყო მტკიცებულება მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, იმ მტკიცებილებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ.

თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი, აგენტი ხომ არ ხართო, უნდა კითხოთ კაცს?!

საგამოძიებო უწყებასთან კითხვაა, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ, მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლა გამოვთქვა. გამახსენეთ თუ შეიძლება მტკიცებულება რა იყო მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და აუცილებლად მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებილებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ. თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი, აგენტი ხომ არ ხართო – ეს უნდა კითხოთ კაცს?![…] საზოგადოებას და ჩვენ თუ არ გვიმხელენ, სუს- ში მაინც უნდა მიაყოლონ ერთი მტკიცებულება იმას, რომ ეს ადამიანი არის აგენტი. თუ არ მიაყოლებენ, კითხვასაც ვერ დაუსვამენ, კითხვის დასმის საფუძველი რომ იყოს, ერთი მტკიცებილება მაინც უნდა მიაწოდონ. ვთხოვთ, ვემუდარებით, მიაწოდონ ასეთი ერთი მტკიცებულება,”- აცხადებდა მდინარაძე ფარცხალაძის გამოკითხვაზე ინფორმაციის გაცრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი