ახალი ამბები

მელიას შემდეგ აქცია ხაბეიშვილმაც დააანონსა, თუმცა სხვა დროს და ადგილას

20 სექტემბერი, 2023 • 2897
მელიას შემდეგ აქცია ხაბეიშვილმაც დააანონსა, თუმცა სხვა დროს და ადგილას

ნიკა მელიას შემდეგ, დღეს აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც აანონსებს.

მელიას მსგავსად, ხაბეიშვილის მიერ აქციის დაანონსებაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ სანქციათა აღსრულების წესი შეიცვლა.

ხაბეიშვილი საზოგაოდებას მოუწოდებს, რომ 19:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ, მათ შორის იმისთვის, რომ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რადგან წინ ძალიან რთული ბრძოლაა.

„ეფესბეს“ აგენტის დამცველები დღეს იცავდნენ საკუთარ თავს, ეს ადამიანები ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, საქართველოს ღალატში და დღეს საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ეფესბეს“ აგენტს ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა დავასრულოთ რუსული ჯაშუშური ქსელი საქართველოში“ ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობასთან) აქციას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც. აღნიშნულ აქციას უერთდება პარტია „ლელოც“.

დღეს ეროვნულ ბანკთან აქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი