ახალი ამბები

დღეს წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან

20 სექტემბერი, 2023 • 680
დღეს წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან

დღეს, 20 სექტმბერს, 18:00 საათზე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან. თეა წულუკიანი დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც აქციის ორგანიზატორების აცხადებენ, ქართული ხელოვნება და მეცნიერება საფრთხეშია, რადგან კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას – ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

„რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.

20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით  ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. „სიმართლის საათის“ ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის სამინისტრი თავს ვერ ართმევს.
აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს.

არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი