უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, თავდაცვითი ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით და გაათავისუფლეს ბახმუტის სამხრეთით 10 კმ-ში მდებარე დასახლება ანდრიივკა.
„მთავარი ბრძოლები გრძელდება ანდრიივკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში. ჩვენ გვაქვს კარგი ამბები იქ. ანდრიივკა ჩვენია. პოზიციებზე ვმაგრდებით“, — თქვა მალიარმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები.
”და ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სამხრეთ რეგიონში”, — დასძინა მან.
