ახალი ამბები

„ძალიან კარგი გააკეთა“ — კობახიძე პაპუაშვილის მხრიდან OC Media-ზე ზეწოლის მცდელობაზე

13 სექტემბერი, 2023 • 1122
„ძალიან კარგი გააკეთა“ — კობახიძე  პაპუაშვილის მხრიდან OC Media-ზე ზეწოლის მცდელობაზე

„ძალიან კარგი გააკეთა“ , – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან  OC Media-ზე ზეწოლის მცდელობას.

კერძოდ, OC Media წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს შესჩივლა და ამ გზით სცადა გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

„ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ბუნებრივია, ამაზე ინფრომაცია უნდა ჰქონდეთ დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგი, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


OC Media წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს შესჩივლა და ამ გზით სცადა გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფინანსებს OC Media-ს, დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მათ წერილობით მიმართა.

OC Media-ს თანახმად, დონორისთვის მიწერილ წერილში სპიკერის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა „ეყრდნობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო გაგებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი