ახალი ჯგუფების მიღება დაიწყო!
თბილისში მრავალი ინგლისურის სასწავლო ცენტრი და კერძო რეპეტიტორი არსებობს, მაგრამ “ბექას სკოლა” გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომებით, თავისუფალი გარემოთი, მისაღები ფასებით და ინგლისურის შემსწავლელი კურსებით, რომლებიც კემბრიჯის თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოყენებით წარიმართება.
“ბექას სკოლის” ხედვაა, შექმნას ისეთი სასწავლო გარემო და კურსები, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ გრამატიკასა და სიტყვების ცოდნას, არამედ რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციის უნარებსაც განივითარებენ უცხოელი (native speaker) მასწავლებლების დახმარებით.
“ბექას სკოლის” კურსები
9 დეკემბერს “ბექას სკოლა” ახალი ჯგუფებს იწყებს ზოგადი ინგლისურის და სასაუბრო ინგლისურის კურსებზე. იმის დასადგენად, თუ რომელი კურსია შენთვის უფრო შესაფერისი, შეგიძლია ამ კურსების აღწერას გაეცნო.
ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე | 54 სთ
- გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა: კვირაში 3 | 1.5 სთ
- მასწავლებელი: A1 და A2 დონეებს მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის; B1, B1+, B2 და C1 დონეებს კი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები ერთად უძღვებიან.
სასაუბრო ინგლისურის კურსი უფრო თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად. ეს კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე | 54 სთ
- გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა: კვირაში 3 | 1.5 სთ
- მასწავლებელი: უცხოელი (native speaker)
როგორ მუშაობს კემბრიჯის პლატფორმა?
“ბექას სკოლა” იყენებს კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პლატფორმას. პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებით არის შექმნილი და ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ინტერაქტიულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომელთა შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან. სავარჯიშოების დასრულების შემდეგ, პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს სწორ პასუხებს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორებაა საჭირო. Speaking-ის დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას — რამდენი დრო დახარჯა პლატფორმაზე, როგორ შეასრულა დავალებები, რა შედეგები აქვს, რომელ ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
სასწავლო პროცესი
“ბექას სკოლაში” ჯგუფები კომპლექტდება ცოდნის დონის შესაბამისად, უფასო ონლაინ ტესტისა და შემდგომი გასაუბრების საფუძველზე. ამ პროცედურით შესაძლებელია მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს სტუდენტის ცოდნის დონე და შეირჩეს შესაფერისი ჯგუფი. ზრდასრულთა კურსებზე მიღება იწყება 18 წლიდან, ხოლო ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, რაც სკოლას გამორჩეულად მოქნილ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოს ქმნის.
რეგისტრაციისთვის, სტუდენტს სჭირდება მხოლოდ აირჩიოს სასურველი კურსი ამ ბმულზე, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრატორები დაუკავშირდებიან, გააცნობენ კურსების დეტალებს და დაეხმარებიან სწორი კურსისა და განრიგის შერჩევაში.
სტუდენტების შეფასებები
მოსწავლეთა შეფასებები ხშირად ამახვილებს ყურადღებას სკოლაში არსებულ მეგობრულ და მამოტივირებელ გარემოზე. “ბექას სკოლის” სტუდენტების შეფასებები:
— “ბექას სკოლა სრულიად ცვლის ინგლისურის სწავლის გამოცდილებას. მეგონა, რომ ინგლისურის სწავლა რთული და მოსაწყენი იყო, მაგრამ აქ ყოველთვის ინტერაქციულად და სახალისოდ ვსწავლობთ,” — ზურა, 30 წლის.
— “ყოველთვის მომავლისთვის ვდებდი ინგლისურის შესწავლას, რადგან ტრადიციული სკოლის გარემო და აკადემიური სწავლება მაშინებდა, მეზარებოდა მოსწავლის როლში დაბრუნება. თუმცა, “ბექას სკოლის” გამოცდილებამ ეს წარმოდგენები სრულად შემიცვალა და ყოველ გაკვეთილზე მოსვლა მიხარია” — თამო, 29 წლის.
— “ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს ჩემი ტელეფონის აპლიკაციის გამოყენებით შემიძლია ინგლისურის დავალებების შესრულება, ძალიან მიმარტივებს სწავლას და მეხმარება ენის სწრაფად და ეფექტურად ათვისებაში,” — მარიამი, 24 წლის.
— “დიდხანს ვცდილობდი ინგლისურის შესწავლას, მაგრამ შედეგი არ მქონდა. “ბექას სკოლაში” ეს შეიცვალა — მომეწონა კემბრიჯის პლატფორმა და ის, თუ როგორ მიმდინარეობს გაკვეთილები. აქ არ გიწევს მხოლოდ გრამატიკის შესწავლა, რეალურად სწავლობ საუბარს და კომუნიკაციას. მასწავლებლები ყურადღებიანები არიან და თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად უდგებიან” — დათო, 38 წლის.
იჩქარეთ! სასწავლო პროცესი 9 დეკემბერს იწყება, ჯგუფების შედგენა კი უკვე დაწყებულია. დარეგისტრირდით სასურველ კურსზე და დაისახეთ მიზნად ინგლისურის გაუმჯობესება 2025 წელს!