ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვიმედოვნებ, აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ეთნიკური წმენდით ყარაბაღში”

12 სექტემბერი, 2023 • 1574
“ვიმედოვნებ, აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ეთნიკური წმენდით ყარაბაღში”

“ვიმედოვნებ, აზერბაიჯანის ხელისუფლება, როგორც გვარწმუნდებდა და გვარწმუნებს, არ არის დაინტერესებული რაიმე ეთნიკური წმენდით ყარაბაღში, პირიქით, ის დაინტერესებულია იმაში, რომ პროცესი რბილად წარიმართოს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე ყარაბაღის საკითხზე საუბრისას.

მას შემდეგ რაც ყარაბაღელებს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაუკეტა და ყარაბაღში ეთნიკურ სომხებს ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა, სომხეთის პრემიერი მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის გამოსვლებში პრიოდულად ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავარი მიზანი მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის საბოლოო განდევნა და ეთნიკური წმენდაა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი