ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაფარვას ცდილობენ — კობახიძე პრემიერის იმპიჩმენტზე

11 სექტემბერი, 2023 • 999
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაფარვას ცდილობენ — კობახიძე პრემიერის იმპიჩმენტზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის ინიციატივის დაყენება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაფარვის მცდელობაა.

საუბარია პარტია „ლელოს“ ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურად იწყებს. იმპიჩმენტის ინიციატივით, „ლელო“„ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის მერე გამოვიდა. „ნოდარ მელაძის შაბათშის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

სამთავრობო გუნდში კი ირწმუნებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტის ფული არ გამოუყენებია და პირადი ვიზიტისთვის გამოყენებული სამთავრობო თვითმფრინავის ხარჯები საკუთარი პირადად დაფარა. მათივე განცხადებით, ამას 2024 წელს პრემიერის მიერ შესავსები დეკლარაციაც დაადასტურებს, სადაც გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიტანოს.

„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელ სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი