10 სექტემბერს, ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მოიპოვა ვერცხლის მედალი ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირზე -„ლომბარდიის თასი”.
ეგაძემ მოკლე პროგრამაში დაიკავა მესამე ადგილი, თავისუფალში კი – მეორე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულებით, მან მოიგო ლომბარდიის თასის ვერცხლის მედალი.