ახალი ამბები

უნდა გაუმჯობესდეს EU-საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებელი — ბორელი

8 სექტემბერი, 2023 • 1547
უნდა გაუმჯობესდეს EU-საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებელი — ბორელი

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. აღნიშნულის შესახებ მან თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მანამდე, ბორელმა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, დასძინა, რომ ხსენებული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 43%-ს შეადგენს.

“რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში: ჩვენ [ევროკავშირს] გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს. როცა ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას, შიგადაშიგ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, რომ ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია, რადგან როცა კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოებად… თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა.

დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი და ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გიდასტურებთ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს და ეს უნდა იყოს ხაზგასმით ნახსენები. მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის”, — აღნიშნავს ბორელი.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროკომისიის გასული წლის ანგარიშის იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი იყო 2020 წელს 62% იყო.

2021 წელს ის 53% გახდა, შემდეგ კი — კიდევ უფრო დაიწია.

ამავე თემაზე:

სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

მასალების გადაბეჭდვის წესი