ახალი ამბები

დაიტბორა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მთავარი გზა — მოძრაობა შეწყვეტილია

8 სექტემბერი, 2023 •
დაიტბორა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მთავარი გზა — მოძრაობა შეწყვეტილია

მდინარე ლესას ადიდების გამო დატბორილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც მოძრაობა, აჭარის მიმართულებით და პირიქით, ამ მონაკვეთზე შეწყვეტილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია ურეკიდან ფოთი-სენაკის გავლით.

„როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს“, — აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ძლიერმა სტიქიამ გურიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა დაანგრია რამდენიმე სახლი ჩოჩხათის თემის სოფლებში. ეძებენ 3 ადამიანს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანს.

ფოტოზე: წყალდიდობა გურიაში/ტელეკომპანია „გურია“

მასალების გადაბეჭდვის წესი