საზოგადოება

წყალდიდობა და მეწყერი გურიაში — ეძებენ 2 არასრულწლოვანსა და 1 ზრდასრულს

8 სექტემბერი, 2023 • 7908
წყალდიდობა და მეწყერი გურიაში — ეძებენ 2 არასრულწლოვანსა და 1 ზრდასრულს

გურიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკარგულია 2 არასრულწლოვანი და 1 ზრდასრული ადამიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.

როგორც შსს აცხადებს, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, მეწყერი ჩამოწვა ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელში. დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი