ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება

7 სექტემბერი, 2023 •
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია რეგიონში არსებითად გამწვავებულია.

“აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე დღეა მთიან-ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო ძალებს უყრის თავს. სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის პოლიტიკა გრძელდება. აზერბაიჯანი აჩვენებს, რომ მზადაა ახალი სამხედრო პროვოკაციისთვის მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ”, – ციტირებს ფაშინიანის გამოსვლას azatutyun.am.

აქვე ფაშინიანს მაგალითად მოჰყავს რამდენიმე დღის წინანდელი სამხედრო დაპირსპირება საზღვართან, რა დროსაც სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები, რომელიც მსხვერპლით სრულდება. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი