ახალი ამბები

სუროვიკინის ბიოგრაფია გაქრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიდან

6 სექტემბერი, 2023 •
სუროვიკინის ბიოგრაფია გაქრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიდან

რუსეთის ყოფილი საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, სერგეი სუროვიკინის ბიოგრაფია გაქრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიდან, იუწყება დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“.

ვებ-გვერდზე სუროვიკინის ძებნისას, ჯერ კიდევ არის ბმული მის ბიოგრაფიაზე, უწყების ხელმძღვანელთა სექციაში. თუმცა, ბმულზე გადასვლისას მომხმარებელი ბრუნდება უკან, ხელმძღვანელთა სექციაში.

„გუგლის“ ქეშ-მონაცემების თანახმად, სუროვიკინის ბიოგრაფია ჯერ კიდევ ორ სექტემბერს ხელმისაწვდომი იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სუროვიკინი საკმაო ხანი იკავებდა მაღალ თანამდებობებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ევგენი პრიგოჟინის 23-24 ივნისის ამბოხის შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ პრიგოჟინი ამბოხს ამზადებდა. ოფიციალურად სუროვიკინის დაკავება არ დადასტურებულა, ხოლო ორიოდე დღის წინ სხვადასხვა წყარო, მათ შორის ქსენია სობჩაკი და „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერდნენ სუროვიკინის გათავისუფლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი