ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არძინბას თანამდებობა არ დაუტოვებია” – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო

5 სექტემბერი, 2023 • 2191
“არძინბას თანამდებობა არ დაუტოვებია” – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც მინისტრ ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”,- ნათქვამია დე ფაქტო საგარეოს ცნობაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 4 სექტემბერს, აფხაზურმა ტელეგრამ არხმა D News Abkhazia-მ გაავრცელა.

მოგვიანებით, არძინბას გადადგომის შესახებ რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ tass-მა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეოდან დადასტურების შემდეგ დაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი