ახალი ამბები

საქართველოში ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

4 სექტემბერი, 2023 • 1541
საქართველოში ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ეწვევა.

ღარიბაშვილის თქმით, ჯოზეფ ბორელს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს.

„დღეს ჩვენ გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ და კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი