ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა

2 სექტემბერი, 2023 • 1595
კახეთის პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა

კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შსს-ის ცნობით, ბ.ძ.-ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც „ქურდული სამყაროს’’ საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი