ახალი ამბები

დაიღუპა კურიერი, რომელსაც ყაზბეგის გამზირზე მანქანა დაეჯახა

31 აგვისტო, 2023 • 6431
დაიღუპა კურიერი, რომელსაც ყაზბეგის გამზირზე მანქანა დაეჯახა

ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა. 28 აგვისტოს, საღამოს საათებში, „ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტომობილი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე დაეჯახა კურიერს, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის შედეგად კურიერი დაიღუპა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაორებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით სასჯელად გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

კითხვაზე, დაკავებულია თუ არა მძღოლი, შსს-ში ამ ეტაპზე არ პასუხობენ. როგორც უწყებაში გვითხრეს, „მიმდინარეობს გამოძიება“. შსს ინფორმაციას ავარიის არც სხვა გარმეოებების შესახებ იძლევა.

ნეტგაზეთი შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი